დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

კვარაცხელიამ მეათე გოლი გაიტანა - „ნაპოლი“ საზონოვის „ტორინოს“ დაუზავდა

ნახვები: 519 კვარაცხელიამ მეათე გოლი გაიტანა - „ნაპოლი“ საზონოვის „ტორინოს“ დაუზავდა

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ნაპოლის“ საბა საზონოვის „ტორინო“ დაემარცხებინა – 1:1.

„სტადიო მარადონაზე“ გამართული სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ტურინელთა რიგებში კი საბა საზონოვი  მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.

ნეაპოლელებმა შესვენებამდე ორი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს და ორივეჯერ ეს ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო. ქართველმა თავდამსხმელს ანგარიშის გახსნა პირველად მე-14 წუთზე შეეძლო, როდესაც მატეო პოლიტანომ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. მეორედ კი ხვიჩამ 43-ე წუთზე თავით ახლოდან დაარტყა – მაგრამ ორივეჯერ „ტორინოს“ მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.

ქართველმა თავდამსხმელმა მიზანს 61-ე წუთზე მაინც მიაღწია – მარცხენა ფლანგზე წამოწყებული შეტევა მარიო რუის გაუგრძელა, რომლის გადაცემასაც კარის წინ ისევ თვითონ დახვდა და „ნაპოლი“ დაააწინაურა. თუმცა სამ წუთში „ტორინომ“ ანტონიო სანაბრიას ძალიან ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა.

„ნაპოლიმ“ მოსაგებად მთელი ძალებით შეუტია. ბოლო წუთებზე თამაში ისევ კვარაცხელიამ გაამწვავა – ქართველი თავდამსხმელის პირველი დარტყმა კვლავ მეკარემ მოიგერია, მეორედ კი ხვიჩამ კარს ოდნავ ააცილა.

28 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 44 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. კვარაცხელიას კი უკვე ათი გოლი დაუგროვდა (პლუს ოთხი საგოლე გადაცემა).

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა