რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ანა ბუჩუკური - ყველაზე მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა“ - სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს, ნუ იმალებიან!

ნახვები: 513 ანა ბუჩუკური - ყველაზე მთავარი ლგბტ პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში „ქართული ოცნებაა“ - სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს, ნუ იმალებიან!

ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. ჯამში რომ აიღოთ, როგორ პროპაგანდას ეწევა თავად „ოცნება“, რამდენჯერ ახსენებს ლგბტ-ს, რამდენჯერ ახსენებს ერთსქესიანთა ქორწინებას, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მმართველი პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირი პროპაგანდა ცუდია, განსაკუთრებით ბავშვებით მიმართ განხორციელებული პროპაგანდა.

„ჩვენი გუნდის პოზიცია თქვენ იცით, პირველი, ყველა პროპაგანდა არის ცუდი. მეორე ის რომ, მით უფრო ბავშვების მიმართ განხორციელებული პროპაგანდა არის განსაკუთრებულად და კატეგორიულად მიუღებელი. ყველაზე მთავარი პროპაგანდისტი ამ ქვეყანაში არის „ქართული ოცნება“. ჯამში რომ აიღოთ, როგორ პროპაგანდას ეწევა თავად „ოცნება“, რამდენჯერ ახსენებს ლგბტ-ს, რამდენჯერ ახსენებს ერთსქესიანთა ქორწინებას, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მათგანს და ზოგიერთ პროპაგანდისტს სიამოვნებს ეს ყველაფერი. წარმოადგინონ როგორ აპირებენ საკუთარი პროპაგანდისგან ბავშვების დაცვას, რატომ მალავენ ამ კანონპროექტს და მეორე, კიდევ უფრო სერიოზული თემა არის ის, რატომ გაახსენდათ ბავშვები ახლა?! სირცხვილია, ხან ეკლესიას ამოეფარნენ, ახლა ბავშვებს ამოეფარნენ, ხან ოჯახის ღირებულებებს ამოეფარნენ, ნუ იმალებიან! წარმოადგინონ პროექტი“,- განაც ხადა ანა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა