კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

სოფო ჯაფარიძე - საზოგადოებას სურვილი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უპირობოდ გათავისუფლებული

ნახვები: 549 სოფო ჯაფარიძე - საზოგადოებას სურვილი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უპირობოდ გათავისუფლებული

დღეს თბილისში უკვე მესამე ლოკაციაზე ვიმყოფები და ყველგან არის ადამიანების რიგები, რომლებიც პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე“.

„ხელმოწერების კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით გრძელდება. ახლაც უპრეცედენტო აქტივობაა, ამაზე არა ერთხელ ვისაუბრე. ყველგან, სადაც ჩავდივართ არის მსგავსი მდგომარეობა, არის რიგები. დღეს უკვე მესამე ლოკაციაზე ვიმყოფები და ყველგან არის ასეთი მდგომარეობა. ადამიანები დგანან რიგებში, რომ ხელი მოაწერონ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას და მართლაც ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი აქტივობაა, ასეთი სურვილი აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს უპირობოდ გათავისუფლებული. ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ერთად უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა დასავლურ რელსებზე და დაჩქარებული წესით საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გავხადოთ“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა