კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

შალვა პაპუაშვილი - ნიკა გვარამია იყო ადეიშვილის მოადგილე, ნიკა მელია ჩართული იყო დანაშაულში, შესაბამისად, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა ღირებულებების ადამიანებზე გვაქვს საუბარი

ნახვები: 548 შალვა პაპუაშვილი - ნიკა გვარამია იყო ადეიშვილის მოადგილე, ნიკა მელია ჩართული იყო დანაშაულში, შესაბამისად, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა ღირებულებების ადამიანებზე გვაქვს საუბარი

არ არსებობს არანაირი სხვა პარტია, სინამდვილეში, ყველა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შესაძლო გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.

„ნიკა გვარამია ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო. თუ არ ვცდები, მელიაც იმ დროს იქნებოდა სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელი, როდესაც ადეიშვილი იყო, სხვათა შორის, ისიც ჩართული იყო იმ დანაშაულში, რომელზეც სასჯელი აქვს მისჯილი ზურაბ ადეიშვილს „ბანკ ქართუს“ გაკოტრების საქმეზე. ნიკა მელია, როგორც აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, ჩართული იყო ამ დანაშაულში და, შესაბამისად, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, რა ღირებულებების ადამიანებზე გვაქვს საუბარი.

სინამდვილეში ხდება ის, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით საზოგადოებას – არ არსებობს არანაირი სხვა პარტია, სინამდვილეში, ყველა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი. ან, როგორც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ გურუმ, მიხეილ სააკაშვილმა უწოდა, კლონები. ამ კლონირების პროცესს ვუყურებთ ჩვენ საერთო ჯამში, რომლის მიზანი არის, რომ თითქოს დააბნიონ საზოგადოება, წარმოაჩინონ თავი „არანაციონალურ მოძრაობად“ და ეს ორი ადამიანი, ერთი – „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი, მეორე – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ახლა გამოდის და უნდათ, რომ სერიოზული სახით ვინმეს დააჯერონ, რომ ისინი არ არიან „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც გიორგი ვაშაძე არ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ძალიან გაიბრძოლა თითქოს მის წინააღმდეგ და ბოლოს სხდომათა დარბაზშიც კი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგში გადაჯდა, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე.

რაც უფრო მეტად გამოჩნდება ეს ყველაფერი, მით უფრო კარგია ჩვენი საზოგადოებისთვის. მით უფრო კარგია იმ მიზნისთვის, რომელიც აქვს ჩვენს საზოგადოებას, რომ ოქტომბრის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა