ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ანა წითლიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს წაართმევენ

11.03.2024 ნახვები: 541

მე შემიძლია, მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას წარმატებას უსურვებს, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ისინი ხმებს დააკლებენ.

„კლონებზე განცხადება თავის დროზე სიტყვასიტყვით თავად მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა თავის ფეისბუქგვერდზე და იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმბაძველი კლონებიორივეს – გვარამიასაც და მელიასაც, ყველას წარმატებას ვუსურვებ. არ მაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება, ხმები დააკლდეს. „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, იქნება მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“. როგორც არ მაინტერესებს კობახიძე ადეიშვილზე რას ამბობს, ზუსტად ისე არ მაინტერესებს, ვინ სად გაერთიანდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თემა არ არის მსგავსი საკითხების განხილვა, ჩვენ ვიცით, რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა წითლიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა