კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

რუსეთმა ესტონეთის შს მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

ნახვები: 547 რუსეთმა ესტონეთის შს მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში განთავებული ძებნილის ბარათის მიხედვით, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ლაური ლაენემეცი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი მუხლით იძებნება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს იმას, თუ რომელი მუხლის მიხედვით გამოცხადდა ძებნა.

ასევე, ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რუსეთმა ძებნა 50-ზე მეტ ჩეხ, პოლონელ, ესტონელ, ლიეტუველ და ლატვიელ პოლიტიკოსსა და მაღალჩინოსანზე გამოაცხადა.

შეგახსენებთ, თებერვალში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ძებნილთა სიაში შეიყვანა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა