დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ჯანდაცვის მინისტრი „დიარჯი“ სისტემაზე - მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება სრულვყოთ არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს

ნახვები: 518 ჯანდაცვის მინისტრი „დიარჯი“ სისტემაზე - მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება სრულვყოთ არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს

მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება, სრულვყოთ {„დიარჯის“} არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან „დიარჯი“ სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სისტემა, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს.

„დიარჯი“ არის მეთოდი და ინსტრუმენტი, თუ როგორ მოხდება სამედიცინო სერვისის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება.

ნებისმიერი მეთოდის ავკარგიანობა იმის მიხედვით უნდა შევაფასოთ, რამდენად სრულყოფილად მუშაობს, რამდენად სამართლიანად უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესის დაკმაყოფილებას.

ალბათ, მსჯელობა დაგვჭირდება, თუ როგორ შეიძლება, სრულვყოთ {„დიარჯის“} არსებული სისტემა, მისი ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, რომელიც შესაძლოა, არსებობდეს. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებებს.

არ არსებობს სტანდარტული რეცეპტი, რომლითაც ჩვენ ვიმოქმედებთ.

მნიშვნელოვანია, სისტემა, რომელიც იქნება არჩეული, იმგვარად იყოს მხარდაჭერილი, ისე ფუნქციონირებდეს, რომ ნაკლოვანებებს არ ტოვებდეს. ჩვენ ვიმუშავებთ ამ საკითხების ირგვლივ. როგორი იქნება შეხვედრის, მსჯელობის და დისკუსიის ფორმატი, ამაზე მოვრიგდებით თვითონ იმ ხალხთან, ვისაც ამის ინტერესი აქვს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა