რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

დავით მათიკაშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება

ნახვები: 513 დავით მათიკაშვილი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება

საზოგადოება აკვირდება აბსურდის თეატრს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასე „ნიანგის ცრემლებით“ ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, ამ „ვითომ სიდუხჭირის” რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ”.

„საზოგადოება აკვირდება აბსურდის თეატრს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური “ნაცმოძრაობა” ასე ნიანგის ცრემლებით ცდილობს, მიიქციოს საზოგადოების ყურადღება. თითქოს და ფსევდო სიდუხჭირეზე საუბრობენ და ამ დროს ამ ვითომ სიდუხჭირის რეკლამირებაში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხდიათ. ხომ სასაცილოა? საზოგადოებისთვისაც კიდევ ერთხელ არის გასაგები თუ რას ემსახურება კოლექტიური „ნაცმოძრაობის” ეს პიარსვლები, როზნერისგან თუ სხვა კიდევ პიარსპეციალისტებისგან დასწავლილი მესიჯები და მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება იმ მნიშვნელოვანი თემებიდან, რომელიც მართლაც ჩვენი ქვეყნისთვის და მომავალი თაობისთვის ძალიან სენსიტიურია, გადაიტანონ ისეთ საკითხებზე, სადაც ელემენტარულად ტყუილებს არ ერიდებიან. თვით ამ ფასების შედარებაში კი იმდენად დიდი ცდომილებაა რეალურსა და მოგონილს შორის, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და ძმანი მისნი ცდილობენ საზოგადოებას აუწყონ, რომ აქაც ერთ მხარეს ტყუილია და მეორე რომ შევაჯამოთ, ამ ტყუილის რეკლამირებაში ისინი ნახევარ მილიონ დოლარს იხდიან”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა