ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ომბუდსმენი - მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მთავრობის და პარლამენტის მიმართაა გაცემული, შესრულდეს

ნახვები: 525 ომბუდსმენი - მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც მთავრობის და პარლამენტის მიმართაა გაცემული, შესრულდეს

მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიმართ შესრულებული იყოს, რათა ამ შეუსრულებლობამ არ შექმნას წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ე.წ. „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან.

„მნიშვნელოვანია, ყველა რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მიმართ შესრულებული იყოს, რათა ამ შეუსრულებლობამ არ შექმნას წინაღობა მოლაპარაკებების გახსნის პროცესში. რაც შეეხება „ვეტინგის“ სისტემას, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს იმ საკანონმდებლო ჩარჩოში, რომელიც საქართველოში არსებობს, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, ამიტომ, მაგალითებს რომელიც მოჰყავთ სხვა ქვეყანაში ჩატარებული „ვეტინგის“ შესახებ, ჩემი აზრით, მეტი არგუმენტაცია სჭირდება. შესასწავლია იქ მიღწეული შედეგები, რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას, რამდენად შესაძლებელია ასეთი ტიპის „ვეტინგის“ საქართველოში ჩატარება. თუ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან ამ „ვეტინგის" ჩატარებაზე, მათ შორის ოპოზიცია და მმართველი პარტიაც რომ შეთანხმდეს, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასთან უნდა იყოს შესაბამისობაში“,- აღნიშნა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა