ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

კახა კალაძე - რომელი ახალი ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან?

ნახვები: 523 კახა კალაძე - რომელი ახალი ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან?

დღეს შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ სურვილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახლები არიან, მაგრამ რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებული? ეს "პიარული" ხრიკია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ მოძრაობა "ახალთან" დაკავშირებით განაცხადა.

კალაძის თქმით, მათ ექნებათ შანსი, იბრძოლონ იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებზე როგორმე 1-2% მიიღონ.

"არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს, ვისაც სურვილი აქვს პოლიტიკაში ჩაერთოს და პოლიტიკური პარტია შექმნას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ადამიანების წარსულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებამ იცის, ვინ არიან, რას წარმოადგენენ, როგორ უცხოვრიათ, როგორები იყვნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართველი ხალხის მიმართ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ, საზოგადოებამ ეს ძალიან კარგად იცის. დღეს შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ სურვილი, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ახლები არიან, მაგრამ რომელი ახალი ნიკა გვარამია, ნიკა მელია ან ის ადამიანები არიან, რომლებიც მათ პოლიტიკურ პარტიაში არიან გაწევრიანებული? ეს "პიარული" ხრიკია. უნდათ წარმოჩინდნენ ისე, თითქოს ახლები არიან. ამ ადამიანებთან არის პირდაპირ დაკავშირებული თუკი რაიმე სიბინძურე, ბოროტება და უბედურება ხდებოდა, თუნდაც ტელევიზიებში კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ, ფილმებს უძღვნიდნენ და ამბობდნენ, რომ აგენტები იყვნენ, დღეს ისევ ერთად არიან. გაუგებარია. მათ ექნებათ შანსი, იბრძოლონ იმისთვის, რომ როგორმე 1-2% მიიღონ", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდნენ. მათი გაერთიანების სახელწოდებაა "ახალი", ხოლო არჩევნებში მონაწილეობას საარჩევნო ნომერი 4-ით მიიღებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა