ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ლევან ხაბეიშვილი - გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო

ნახვები: 524 ლევან ხაბეიშვილი - გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო

გუშინ მერმა დასცინა საქართველოს მოსახლეობას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს, დღეს კი მოგვიწოდა ევროპის ფასები ნახეთო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ არასდროს ადარებს დედაქალაქის მერი ხელფასებსა და შემოსავლებს ევროპას.

„გუშინ მერი დასცინოდა ყველას, ვისაც საწვავის გაძვირება აწუხებს და დღეს გამოაცხადა ფასები ევროპაში ნახეთო. ივანიშვილის მერმა გვიპასუხოს ევროპაში როგორი ხელფასებია - 100 $-ზე მუშაობს თვეში ხალხი? 300 000 ადამიანი 50 $-დან 250 $ მუშაობს თვიდან / თვემდე?

ხელფასებს და შემოსავლებს რატომ არასდროს ადარებთ ევროპას? ან საბანკო სესხები ნახე რამდენია, ან შემოსავალი, ან პენსია. პირდაპირ ფასი მოეწონა ევროპული.

1.65 ლარად ხომ მოდის საქართველომდე? პასუხი თქვან - კი თუ არა ?! და პასუხია კი ! მაშინ გვიპასუხოს 1.5 ლარი რაში ემატება, ვინ ამატებს და ვინ ხეირობს და სხვათა შორის ამ განცხადებას რომ აკეთებდა კალაძე, ამერიკაში 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარი და 40 თეთრი ღირს”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა