კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

15 მარტს დღის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს

ნახვები: 546 15 მარტს დღის ბოლომდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 მარტს დღის ბოლომდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის ბოლოდან კი 18 მარტამდე დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.

ინფორმაციის თანახმად, თბილისში 16 მარტს გაწვიმდება და ქარიც გაძლიერდება, ხოლო 17 და 18 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 16 მარტიდან 17 მარტის დილამდე იწვიმებს, 18 მარტს კი გამოიდარებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 15 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 16-ში კი გაწვიმდება. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი იქნება. 16 მარტს გაწვიმდება, 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 15 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 16 მარტს კი მოთოვს. 17 მარტს დილით გამოიდარებს და 19 მარტამდე უნალექო ამინდი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 15 მარტს უნალექო, ხოლო 16-17 მარტს ზოგან წვიმიანი და ქარიანი ამინდი იქნება. 18 მარტს გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 16 მარტს კი გაწვიმდება. 17-18 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან იწვიმებს. 18 მარტს გამოიდარებს. ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 15 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა