ბარბარა ფოსი: გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზიანდა
ელენე ხოშტარია გიორგი დავითაძის საქმეზე: სისტემა კლავს, დამნაშავეები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია

ილჰამ ალიევი - მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი

ნახვები: 572 ილჰამ ალიევი - მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი

კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც ქვეყანაში არსებობს, ვგულისხმობ საქართველოს, ეს არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ეს წარმატებული მიღწევა. ჩვენი ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის, 9 00 მლნ დოლარის მოცულობის მაჩვენებელიც ამის დასტურია, რომელიც 15 %-ით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზი ამისა არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ - ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს. აზერბაიჯანი წლების განმავლობაში იყო ოკუპირებული და შეძლო თავისი ტერიტორიების დახსნა და კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო სამართალი ხანდახან შეიძლება იყოს ძალით უზრუნველყოფილი, ეს არის ლეგიტიმური ალტერნატივა გაეროს ქარტიის კონტექსტში, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია თავდაცვის მიზნით გამოიყენოს ეს უფლება, თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, ვინაიდან ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და უკვე მეგობრებად იქცნენ. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერო აზერბაიჯანში”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა