ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ბენიამინ ნეთანიაჰუ - მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს: ასე ხანმოკლეა თქვენი მეხსიერება? ასე სწრაფად დაივიწყეთ 7 ოქტომბერი?

17.03.2024 ნახვები: 537

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის მოკავშირეებს ხანმოკლე მეხსიერება აქვთ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით და ისრაელი გააგრძელებს შეტევას ღაზაზე, მათ შორის ქალაქ რაფაჰში, მზარდი საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად.

„მივმართავ ჩვენს მეგობრებს საერთაშორისო საზოგადოებაში: ასე ხანმოკლეა თქვენი მეხსიერება? ასე სწრაფად დაივიწყეთ 7 ოქტომბერი, ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა? ასე სწრაფად ხართ მზად, უარყოთ ისრაელს უფლება დაიცვას თავი „ჰამასის“ ურჩხულებისგან?“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, პალესტინის მებრძოლთა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც დაიღუპა 1200-ზე მეტი ადამიანი და დაახლოებით 240 მძევალი პალესტინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელის არმია ამზადებს ოპერატიულ საკითხებს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ რაფაჰიდან. ისრაელის პრემიერის ოფისმა თებერვალში განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა შეემუშავებინათ გეგმა რაფაჰში განლაგებული ოთხი ბატალიონის განადგურების მიზნით. ისრაელს პარტნიორები აფრთხილებენ, რომ რაფაჰზე თავდასხმა გამოიწვევს მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში და გააუარესებს ისედაც მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისს ღაზაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა