მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები

მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო

ნახვები: 559 მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაურით წარიმართა დაცვის მხარის მოწმის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოქმედი მრჩევლის, სიმონ ნოზაძის დაკითხვა.

სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილსა და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის. ამის მიზეზი იყო ბექა ბასილაიას შეკითხვები მოწმის მიმართ, რასაც, არარელევანტურობის საფუძვლით, ბრალდების მხარე აპროტესტებდა.

„თქვენ უკვე ჩემგან შეკავება გჭირდებათ, არ გაინტერესებთ მოწინააღმდეგის აზრი, პროტესტი გაცხადდა უკვე. შევარდნაძეზე ტერაქტი განხორციელდა თუ არა, ამაზე არაა მოწმე მოწვეული“, – მიმართა მოსამართლემ ადვოკატ ბექა ბასილაიას, რომლის მოწმის მიმართ შეკითხვებიც შევარდნაძეზე ტერაქტს შეეხებოდა.

პროცესზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საქმის პროკურორსა და ბექა ბასილაიას შორისაც. პროკურორმა ბასილაია შოუს დადგმაში დაადანაშაულა.

მანამდე ბასილაია ცდილობდა, მოწმისგან მიეღო ჩვენება, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბრიდან, ანზორ ჩუბინიძის დროსაც, საბიუჯეტო თანხები იმავე პრინციპით იხარჯებოდა, რაშიც სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას ედავებიან, თუმცა მოწმისგან ასეთი პასუხები ვერ მიიღო.

როგორც მოწმემ განაცხადა, ბექა ბასილაიას შეკითხვებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის, რადგან ეს საკითხები მისი კომპეტენცია არ ყოფილა.

ბასილაიამ მოწმეს ნახევარ მილიონამდე ხარჯები ჩამოუთვალა, რომელიც, მისი თქმით, 2013 წლის მარტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან კონკრეტული ფიზიკური პირის, ვალერიან კილაძის ანგარიშზე ჩაირიცხა. ბასილაიას მტკიცებით, ეს იყო კოტეჯების, სარესტორნო, დაჯავშნული მანქანების, სასტუმროების, სამედიცინო მომსახურების ხარჯები. მოწმის განცხადებით, აღნიშნულ ხარჯებზე არაფერი იცის და საკითხთან სამსახურებრივი შეხება არ ჰქონია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა