ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

სენატორი ლინდსი გრემი ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდებს

ნახვები: 558 სენატორი ლინდსი გრემი ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდებს

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას სთხოვს. ამის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მე ვთხოვ ბაიდენის ადმინისტრაციას, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აშშ-ის კანონმდებლობით“, – განაცხადა გრემმა.

მისი თქმით, კრემლის მმართველის 87-პროცენტიანი მხარდაჭერა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მისი ნდობა შეუძლებელია.

„პრეზიდენტი პუტინი ამ არჩევნების შემდეგ არალეგიტიმურია. აშშ-ის კანონმდებლობით, ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის შემოღება მნიშვნელოვანს გახდის მეორად სანქციებს კომპანიების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის ფედერაციას ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ა.შ.“ – განაცხადა გრემმა.

ამასთან, ამერიკელმა სენატორმა მხარი დაუჭირა უკრაინის, როგორც საუკეთესო საბრძოლო გამოცდილების მქონე ქვეყნის, ნატო-ში გაწევრიანებას.

„უკრაინა ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. ჩემი გზავნილი ნატო-სადმი ასეთია: მე პატივს გცემთ, მოკავშირეებო, მაგრამ არცერთმა თქვენგანმა არ იცის, როგორ იბრძოლოს უკრაინის მსგავსად ომში“, – განაცხადა გრემმა.

მისივე თქმით,  უკრაინას ახლა აქვს საუკეთესო საბრძოლო გამოცდილება და ამავდროულად შეუძლია, გამოიყენოს უახლესი იარაღი ისეთ დონეზე, რომელიც აღემატება მოლოდინს.

„მე რომ ვირჩევდე ხალხს, ვისთან ერთადაც ომში წავალ, თქვენ იქნებოდით ამ დაწყევლილი სიის სათავეში! და ეს არ არის სილის გაწნა იმ ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომლებთანაც ჩვენ ვიყავით ერაყში ან ავღანეთში, თქვენ ახლა გაქვთ საუკეთესო საბრძოლო გამოცდილება და შეგიძლიათ, გამოიყენოთ უახლესი იარაღი, რომელიც მოგაწოდეს იმ დონეზე, რომელიც აღემატება ჩვენს მოლოდინს“, – აღნიშნა სენატორმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა