კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

შალვა პაპუაშვილი - ათწლეულებია აშშ-ს ვაჩვენებთ, რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად - ჩვენი მოლოდინია, რომ საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, სავიზო რეჟიმის მოხსნას, პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას

ნახვები: 565 შალვა პაპუაშვილი - ათწლეულებია აშშ-ს ვაჩვენებთ, რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად - ჩვენი მოლოდინია, რომ საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, სავიზო რეჟიმის მოხსნას, პირდაპირ ფრენას და თავისუფალ ვაჭრობას

ჩვენ უკვე ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად - ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ მეგობრობის საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „იმ მეგობრობის ქართულ ხედვას, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები უნდა ჰქონდეს“.

„ჩვენ უკვე ათწლეულებია ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაჩვენებთ, თუ რას ნიშნავს პარტნიორობა და მეგობრობა ქართულად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოხსნილი გვაქვს სავიზო ვალდებულებები ამერიკის მოქალაქეებისთვის, ჩვენ გვაქვს შექმნილი ყველანაირი პირობები ამერიკის მოქალაქეებისთვის ბიზნესის წარმოების გასააქტიურებლად საქართველოში. ჩვენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვიბრძოდით სხვადასხვა ცხელ წერტილში და მათ შორის, ვიყავით პირველი ლამის ნატოს-ს ქვეყნებს შორისაც, ნატოს-ს წევრ 23 მეტ ქვეყანაზე მეტი კონტინგენტი ავღანეთში გვყავდა. ჩვენ ავღანეთში რამდენი ჯარისკაციც დავკარგეთ იმდენი ზოგიერთ ნატო-ს წევრ ქვეყანას არც კი ჰყოლია, იმდენი ჯარისკაცი ავღანეთში. ეს არის მეგობრობა ქართულად. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ მეგობრობის საპასუხოდ ვნახავთ მეგობრობას, რომელიც გულისხმობს სავიზო რეჟიმის მოხსნას საქართველოსთვის, პირდაპირ ფრენას საქართველოსთან და თავისუფალ ვაჭრობას საქართველოსთან. საუბარი იყო და მათ შორის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩინეთთან სულ ახლახან სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა, სულ ახლახან საქართველომ სავიზო ვალდებულები ჩინეთის მოქალაქეებისთვის მოხსნა. ნახეთ, რომ საპასუხოდ რამდენიმე თვეში ჩინეთმაც სავიზო ვალდებულებები მოხსნა. საუბარია იმაზე, რომ თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრ ქვეყანასთან უვიზო ურთიერთობა არ აქვს, 40-ზე ცოტა მეტ ქვეყანასთან აქვს. ჩინეთს 38 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა აქვს. 38-ში ერთ საქართველოა. ასე, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, ეს სურვილი გვაქვს, რომ ქართულ მეგობრობას და იმ მეგობრობის ქართულ ხედვას, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს, სხვადასხვა ქვეყანას, შესაბამისი საპასუხო ნაბიჯები ჰქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა