ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

შალვა პაპუაშვილი - დამნაშავე და კრიმინალი სააკაშვილი რომ საუბრობს დანაშაულის სტატისტიკაზე, ეს არის ოქსიმორონი

ნახვები: 537 შალვა პაპუაშვილი - დამნაშავე და კრიმინალი სააკაშვილი რომ საუბრობს დანაშაულის სტატისტიკაზე, ეს არის ოქსიმორონი

დამნაშავე და კრიმინალი სააკაშვილი რომ საუბრობს დანაშაულის სტატისტიკაზე, ეს უკვე თავად არის ოქსიმორონი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება არა მხოლოდ შიდა სასამართლოების, არამედ საერთაშორისო სასამართლოების მიერ მხილებულია, რომ მათ ჰქონდათ დანაშაულებრივი რეჟიმი.

„რა სტატისტიკაზე საუბრობ, დანაშაულებრივი რეჟიმი იყო თავადაც. ადამიანი ახლა ზის ციხეში, რადგან დამნაშავედ არის ცნობილი სამ საქმეში. თავად დამნაშავე და კრიმინალი რომ საუბრობს დანაშაულის სტატისტიკაზე, ეს უკვე თავად არის ოქსიმორონი. ასე რომ, კომენტარის გაკეთებაც კი შეუძლებელია. ჩვენ გვახსოვს, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც საკუთარ, ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილებაში თქვა, რომ ეს იყო მაშინ დანაშაულებრივი სისტემა ციხეებში შექმნილი, რომელიც იყო ადამიანების წამების სისტემა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება მხილებულია არა მხოლოდ შიდა სასამართლოების, არამედ საერთაშორისო სასამართლოების მიერ იმაში, რომ მას ჰქონდა შექმნილი დანაშაულებრივი რეჟიმი. განაჩენი გამოტანილია, ასე რომ სხვა მხრივ ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა