მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული „ლელოს“ მიმართ,

ნახვები: 564 დავით უსუფაშვილი - „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული „ლელოს“ მიმართ,

პარტია „ლელო“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მიმართ „ქართული ოცნების“ მხრიდან ცრუ ბრალდებები ისმის.

უსუფაშვილის თქმით, ეს ყველაფერი საქართველოში „ლელოს“ მზარდ რეიტინგს უკავშირდება.

„სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ. სრულიად წარმოუდგენელი, არნახული ტყუილები, შეთითხნილი ბრალდებებია „ლელოს“ მიმართ. ახლა გვეუბნებიან, თურმე ჩვენ ვაპირებდით ცესკო-ს თავმჯდომარის უბედურებას, შემდეგ ცესკო-ში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ამით არჩევნებში გამარჯვებას. სირცხვილის მიღმა რომ რაღაცებია, ეს უკვე იქ მდებარეობს. ეს აიხსნება იმით, რომ „ლელოს“ აქვს მზარდი რეიტინგი და მზარდი პოპულარობა საქართველოში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს, უსუფაშვილის განცხადებით, „ლელოს“ პოზიციები სრულ თანხვედრაშია დემოკრატიული ევროპის, ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტური დაწესებულების, ვენეციის კომისიის დასკვნასთან.

„„ლელოს“ პოზიცია სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის პოზიციებთან, რომელსაც 9-პუნქტიან რეკომენდაციებში კონრკეტულად აქვს მინიშნება, რომ ესაა გამოსასწორებელი. თუ არ გვინდა ევროპა, თუ გვინდა რუსული ტიპის არჩევნები, ბოლომდე თუ უნდათ, ეს ინსტიტუციურად გაამაგრონ, მაშინ ვეტოც უნდა დაძლიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა