დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს – „მიგრანტებმა ქვეყანა ხელში ჩაიგდეს“
ევროკომისია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე: სასამართლო სისტემის შემაშფოთებელი ინსტრუმენტალიზაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს
საფრანგეთში არეულობების გამო ქალაქების მერებს ნაწილობრივი კომენდანტის საათის დაწესების უფლება მიეცათ
ირაკლი ღარიბაშვილის საქმე სასამართლოს არსებით განხილვაზე გადავიდა – მოსამართლემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს – „ჩვენ არ გავჩუმდებით, რამდენი პატიმრობაც უნდათ, იმდენი გამოწერონ“
ირაკლი ღარიბაშვილის საქმის განხილვა ღია რეჟიმში ჩატარდება – სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
რომან გოცირიძე: ციფრული ფული გარდაუვალი განვითარებაა, თუმცა სახელმწიფოს მოქალაქეთა ფინანსებზე კონტროლის დამატებით ბერკეტებსაც აძლევს
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახტანგ გომელაური - გვქონდა გამოწვევები, რომლებსაც წარმატებით გავართვით თავი

ნახვები: 519 ვახტანგ გომელაური - გვქონდა გამოწვევები, რომლებსაც წარმატებით გავართვით თავი

ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი საქართველომ ღირსეულად მოიპოვა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შს მინისტრმა მოხსენების დასაწყისში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და აღნიშნა, რომ სტატუსის მიღებასთან ერთად, ქვეყანას ჰქონდა გამოწვევები, რომლებსაც მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების მიუხედავად საქართველომ წარმატებით გაართვა თავი.

„გასული წლის ანგარიშის მოხსენება მინდა, დავიწყო იმ წარმატებით, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად მოიპოვა და მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი. ყველას გილოცავთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ამ დიდ და ისტორიულ მიღწევას. შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს, რომლის შესახებაც საზოგადოებას, ამ ტრიბუნიდან არაერთხელ მიუღია ინფორმაცია. 2023 წელს, ამ მნიშვნელოვან ნაბიჯთან ერთად, ქვეყანას ჰქონდა გამოწვევები, რომლებსაც მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესებისა წარმატებით გავართვით თავი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, გატარებული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე სტატისტიკური მონაცემები და საერთაშორისო კვლევები მეტყველებენ.

„გასულ წელსაც, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებისა და მოქალაქეებისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის არაერთი რეფორმა განვახორციელეთ. აღნიშნული რეფორმებისა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე კი კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე ის საერთაშორისო კვლევები მეტყველებს, რომელიც ქართველი სამართალდამცველების საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

„გასული წლების შედეგები დადებითად აისახა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიურ გლობალურ ინდექსში. ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ. კვლევის მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, 2023 წლის ანგარიშში საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია. მინიჭებული ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად, საქართველო თანაბარი ქულებით იკავებს ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჰონგ-კონგი და არაბთა გაერთიანებული საემიროები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო.

„სამართალდამცველებისთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა, სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ამავე წელს, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აშენდა, გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურითა თუ ტექნიკით აღიჭურვა სხვადასხვა დანაყოფის შენობები, ასევე აქტიურად გაგრძელდა ავტოპარკის განახლება. 2023 წელსაც გავაგრძელეთ ზრუნვა თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარებაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე. მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ გასულ წელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს არაერთი მოტივირებული ახალგაზრდა შემოუერთდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 თქმით, 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო.

„სამართალდამცველებისთვის ღირსეული და სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა, სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი სოციალური გარანტიების გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი წელი იყო. ამავე წელს, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, აშენდა, გარემონტდა და ახალი ინფრასტრუქტურითა თუ ტექნიკით აღიჭურვა სხვადასხვა დანაყოფის შენობები, ასევე აქტიურად გაგრძელდა ავტოპარკის განახლება. 2023 წელსაც გავაგრძელეთ ზრუნვა თანამშრომლების პროფესიული უნარების განვითარებაზე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე. მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ გასულ წელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს არაერთი მოტივირებული ახალგაზრდა შემოუერთდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა