ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

აშშ-მა რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

ნახვები: 522 აშშ-მა რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, „შავ სიაში“ მოხვდა რუსეთის ორი მოქალაქე და ორი კომპანია. კერძოდ, სანქციები დაუწესდა მოსკოვში დაფუძნებულ „სოციალური პროექტირების სააგენტოს“ და მის დამფუძნებელს, ილია ღამბაშიძეს, ასევე კომპანიების ჯგუფ „სტრუქტურას“ და მის მფლობელსა და ხელმძღვანელს ნიკოლაი ტუპიკინს.

სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ორი კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა რუსეთის მთავრობის დეზინფორმაციული ძალისხმევის მომსახურებაში, მათ შორის ისეთი ვებგვერდების შექმნის გზით, რომლებიც ევროპაში სამთავრობო ორგანიზაციებისა და ლეგიტიმური მედიასაშუალებების ვებგვერდების მსგავსი იყო.

ტუპიკინსა და ღამბაშიძეს ადანაშაულებენ 60-ზე მეტი ვებგვერდის შექმნაში, რომლებიც წარმოაჩენდნენ თავს, როგორც ლეგიტიმური მედიაორგანიზაციები და სოციალური მედიის ანგარიშები.

„ეს ქმედება ასახავს ჩვენს მიმდინარე ძალისხმევას, წინააღმდეგობა გავუწიოთ კრემლის მავნე ზეგავლენის ოპერაციებს. გავაგრძელებთ რუსეთის ძალისხმევის გამოაშკარავებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა