კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ენტონი ბლინკენი - არსებობს მკაფიო კონსენსუსი, ეს არის მძევლების გათავისუფლების გათვალისწინებით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა

ნახვები: 547 ენტონი ბლინკენი - არსებობს მკაფიო კონსენსუსი, ეს არის მძევლების გათავისუფლების გათვალისწინებით, ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებელი შეწყვეტა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ კვლავ ითხოვს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

როგორც ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის წინ აღნიშნა, ის კაიროში ოფიციალურ პირებთან შეხვედრისას ექსპერტების შეკრებაზე შეთანხმდა. მისივე განმარტებით, აღნიშნულის შეხვედრის მიზანი იქნება კონკრეტული ნაბიჯების დასახვა, რომელიც საჭიროა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდისთვის გადაიდგას.

„არსებობს მკაფიო კონსენსუსი რიგი საერთო პრიორიტეტების გარშემო. უპირველეს ყოვლისა, მძევლების გათავისუფლების გათვალისწინებით ცეცხლის დაუყოვნებელი, მდგრადი შეწყვეტის აუცილებლობა. ეს შექმნის სივრცეს ჰუმანიტარული დახმარების გასაზრდელად, მრავალი ადამიანის ტანჯვის შესამსუბუქებლად და მეტი გამძლეობის შესაქმნელად. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვმუშაობდით ეგვიპტესთან, კატართან და ისრაელთან, რათა შევიმუშაოთ მკაფიო წინადადება. „ჰამასმა“ ამას უპასუხა. მოლაპარაკებებზე მუშაობა გრძელდება. ხარვეზები სწორდება. შევთანხმდით, რომ ექსპერტები მალე უნდა შეიკრიბონ, რათა შეთანხმდნენ ხელშესახებ ნაბიჯებზე დახმარების მასშტაბის გაზრდასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, რაფაჰში მასშტაბური სახმელეთო ოპერაცია შეცდომა იქნება და მას ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს. ბლინკენის განცხადებით, „ჰამასთან“ გამკლავება ასეთი ოპერაციების გარეშეც არის შესაძლებელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა