ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლებამოსილება მიენიჭება - პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს
ზელენსკი ტრამპს: თუ რუსულ დიზელზე შეთანხმება შესაძლებელია, რატომ არ აფორმებს აშშ მსგავს გარიგებას უკრაინასთან?
Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory

კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს

ნახვები: 541 კახა კალაძე - „ქართულ ოცნებას“ რა სჭირს გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს

დასამალი არაა. რა სჭირს „ქართულ ოცნებას“ გადასარჩენი, ისე ძლიერადაა, როგორც არასდროს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის განცხადებას, რომ ოპოზიციის დაქუცმაცებით, ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გადარჩენის შანსი აქვს.

თბილისის მერის განმარტებით, ქართველ ხალხს არ ავიწყდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები რას წარმოადგენენ და რა განცხადებებსაც აკეთებენ.

„ქართული ოცნება“ ხალხის მხარდაჭერას ძალიან აფასებს და უფრთხილდება. რეალურად, ხალხი ხედავს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები რასაც ამბობენ. ხომ არ დაავიწყდა ამ კონკრეტულ პიროვნებას, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რომ ამბობდნენ, ისეთ განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების წარმომადგენლები, სჯობს ბომბები ცვიოდეს საქართველოშიო. ყველამ ყველაფერი კარგად იცის. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს, მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ კონკრეტული საქმეები და გადადგმული ნაბიჯებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა