მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება
გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ ჰქონოდა მაშინ საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ქვეყანაში

ნახვები: 559 არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ ჰქონოდა მაშინ საქართველოს, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ქვეყანაში

უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ მაშინ ჰქონოდა საქართველოს, გეუბნებით, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რაც თქვენ აქ ადამიანები დღეში ჩააგდეთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტში, სადაც „ინტერპელაციის წესით“ საგარეო საქმეთა მინისტრს,ილია დარჩიაშვილს უსმენენ, არჩილ თალაკვაძემ სპეკულაცია უწოდა ოპოზიციის განცხადებებს,რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ აქვთ.

„რაც შეეხება [ემიგრანტების] არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, სპეკულაცია და დეზინფორმაციაა, რომ თითქოს ემიგრაციაში მყოფ ჩვენ თანამემამულეებს საშუალება არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს უფლება არის კანონით გარანტირებული და ისინი მონაწილეობენ არჩევნებში. მინდა ვუპასუხო „სტრატეგიას“, რომელიც აქ, „ნიანგის ცრემლებით“ ცრემლებით მოთქვამდა ემიგრაციაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით და სამინისტროს ადანაშაულებდა, რომ თითქოს რეგისტრაციებს ბლოკავენო და ა.შ. მინდა პირადად თქვენ გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ 100%-ით გაზარდა ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომლებმაც ხმა მისცეს არჩევნებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დღეს მოქმედმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის"’ ხელისუფლებასთან შედარებით 44%-ით გაზარდა არჩევნებისთვის რეგისტრირებულთა რაოდენობა საზღვარგარეთ.

„თქვენ იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს და ვინმე ხელოვნურად უზღუდავთ მათ [ემიგრანტებს] რეგისტრაციას. პირიქით, მინისტრმა მოუწოდა და ჩვენც მოვუწოდებთ ჩვენ თანამემამულეებს, რომ გაიარონ რეგისტრაცია, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ არჩევნების საკითხი, ეს არის უსაფრთხოების და ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან მათზე ზრუნვის საკითხი.ეს მონაცემები მუდმივად სჭირდება ქვეყანას. ამიტომ, ამ მიმართულებით, პირდაპირ გეუბნებით,რომ თქვენ იტყუებით. თქვენ გყოფნით სინდისი და ჩვენ გვადანაშაულებთ, რომ თითქოს საქართველოდან ემიგრაცია გაზარდა ხელისუფლებამ. უბრალოდ, ასეთი უსინდისო განცხადების გაკეთება, პირდაპირ გეტყვით, რომ უსარგებლოა და მაგაზე პასუხს ყოველთვის მიიღებთ რიცხვებით და კონკრეტული ისტორიებით. პირველ რიგში, გეტყვით, რომ თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი და უარყოფითი განსხვავება ქვეყნიდან წასულ ადამიანებს და დაბრუნებულთა შორის თქვენ გეკუთვნით და ეს რეკორდი გეკუთვნით თან მაშინ, როდესაც ქვეყანას არ ჰქონდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რომ მაშინ ჰქონდა საქართველოს, გეუბნებით, შუქის ჩამქრობი არ დარჩებოდა ამ ქვეყანაში, რაც თქვენ აქ ხალხს დამართეთ და რაც თქვენ აქ ადამიანები დღეში ჩააგდეთ. ჩვენმა 300 000-მდე თანამოქალაქემ გაიარა სასჯელაღსრულების სისტემაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა