ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა

ნახვები: 558 შალვა პაპუაშვილი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა

მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ. მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავდადებით გააგრძელა ქართული ეკლესიის დიდ მამათა გზა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ავტოკეფალიის აღდგენა არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის ურთულეს გზაზე არის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა, როგორც ჩვენი იდენტობის, კულტურისა და ისტორიის განმსაზღვრელი აქტი. პირველ რიგში, ამ მართლაც ისტორიულ თარიღს ვულოცავ დედა ეკლესიის მესვეურთ; მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც თავდადებით გააგრძელა ქართული ეკლესიის დიდ მამათა გზა. ვულოცავ ჩვენს სამღვდელოებას და სასულიერო წოდების წარმომადგენელთ. ვულოცავ ყოველ ქართველს, ამ ქვეყნის ყველა ჭეშმარიტ პატრიოტს, რადგან დღევანდელი დღე განასახიერებს ჩვენი სამშობლოს რწმენის თავისუფლებას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედს. ჩვენი და ჩვენი შემდგომი თაობების ვალია, აღარასდროს დავუშვათ ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის რღვევა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის შერყევა და მისი დაკნინება. გვახსოვდეს ჩვენ დიდ წინაპართა ღვაწლი გაწეული დედა ეკლესიისთვის, როგორც ქართული სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის არსებობის მტკიცე გარანტისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა