პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს

შალვა პაპუაშვილი - სიმბოლურია, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას

ნახვები: 546 შალვა პაპუაშვილი - სიმბოლურია, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას

სიმბოლურია, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას, ასე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ორი თარიღი, რომელთაგან ორივე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას უკავშირდება დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ამ დიადი მიზნისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ტრაგიკულთან ერთად ამაღლებულს ხდის დღევანდელ დღეს, ისევე როგორც თავად თავისუფლებისკენ სავალი გზა არის აღსავსე ტკივილითა და სიხარულით.

„დღეს საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა. ზვიად გამსახურდიას ცხოვრება და მოღვაწეობა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის, ამ დიადი მიზნისთვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოა. ასევე სიმბოლურია, რომ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს, 1991 წლის 31 მარტს, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ეს თანხმობა იურიდიულად გააფორმა რეფერენდუმის ძალით. ასე ჩაიწერა საქართველოს უახლეს ისტორიაში ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესი ორი თარიღი, რომელთაგან ორივე ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას უკავშირდება. დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ სრულიად სახალხო ძალის მქონე აქტის 33 წლისთავს, რომელიც გვახსენებს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ბრძოლას თავისუფლებისთვის და მოგვიწოდებს მტკიცეთ ვიდგეთ ამ უდიდესი მონაპოვარის სადარაჯოზე. ზვიად გამსახურდიას ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად იქნა შეწირული ქართული სახელმწიფოებრიობის იდეას, ტრაგიკულთან ერთად ამაღლებულს ხდის დღევანდელ დღეს, ისევე როგორც თავად თავისუფლებისკენ სავალი გზა არის აღსავსე ტკივილითა და სიხარულით“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა