ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ზელენსკი - ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას

ნახვები: 530 ზელენსკი - ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას

უკრაინის პრეზიდენტი ხელისუფლებაში დამატებით საკადრო ცვლილებებს აანონსებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას. ამ კვირაში განხორციელდა რამდენიმე ცვლილება და ეს ჯერ არ არის ყველა ცვლილება, რაც მომზადდა. დღეს არის ახალი განკარგულებები მრჩევლებთან დაკავშირებით. მე მადლობელი ვარ თითოეულის მუშაობისთვის. ჩვენ ოფისს უფრო ფუნქციონალურს ვხდით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე უკრაინული მედია მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ წერდა.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება „ხელისუფლების გადატვირთვის“ ფარგლებში, რაც თებერვალში უკრაინის არმიის ხელმძღვანელობის შეცვლით დაიწყო და გაგრძელდა მარტში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში, საგარეო დაზვერვის სამსახურში და პრეზიდენტის ოფისში ცვლილებებით. დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა გაათავისუფლა თავისი პირველი თანაშემწე სერგეი შეფირი, ასევე სამი მრჩეველი. მანამდე, 29 მარტს კი მან დაითხოვა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეები ანდეი სმირნოვი და ალექსეი დნეპროვი.

„უკრაინსკაია პრავდის“ წყაროების ცნობით, უახლოეს მომავალში ზელენსკი აპირებს, გაათავისუფლოს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის კიდევ ერთი მოადგილე ანდრეი სიბიგა, რომელიც საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. ის, შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანონ. მის ნაცვლად კი ზელენსკის ოფისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი დაინიშნოს. ამასთან, 26 მარტს ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი გაათავისუფლა. დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა