მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები
შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”

პროკურატურა - ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე სასამართლომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო

01.04.2024 ნახვები: 529

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, „ბანანის“ მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. აღნიშნულის შედეგად, ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო.

ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 2023 წლის 28 დეკემბერს ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 27 მარტს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა