მიხეილ სააკაშვილი: რა პოლიტიკურ პროცესზე ვლაპარაკობთ? უნდა ვილაპარაკოთ განმათავისუფლებელ, წინააღმდეგობის მოძრაობაზე – ამის შემდეგ იქნება არჩევნები
შსს-მ ხუთი არასრულწლოვანი დააკავა – გამოძიებით, მათ მაღაზიებიდან 14 000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს
გარემოს ეროვნული სააგენტო: 14-16 ივლისს საქართველოში წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი
გამოიცა გეგე დადიანის ახალი რომანი - „ის აქ არის - ანგელოზის კაშკაშა ღამე“ - წიგნი სიყვარულის უფლებაზე
ილჰამ ალიევი: რუსეთ-უკრაინის ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს – უკრაინელებს ვურჩევ არასდროს შევეგუოთ ოკუპაციას
„ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მილიონ დოლარს დააბანდებს – გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება
Russian army loses another 1,600 troops and four air defense systems in war against Ukraine over past 24 hours
Defense Forces showcase new strikes on Russian military equipment as part of “Logistical Lockdown”

შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო ვერ გაატარებს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორს

02.04.2024 ნახვები: 549

სახელმწიფო ვერ გაატარებს მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორს. სათანადო პასუხი თუ არ გავეცით, შემდეგი იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს მოსამართლეებთან დაკავშირებით დედაქალაქის ქუჩებში გაკეთებულ წარწერებზე დაუსვეს კითხვა.

პაპუაშვილის თქმით, მოსამართლეების წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ და რამდენიმე „ენჯეოს“ ერთობლივი კამპანია მიმდინარეობს.

„ვხედავთ და გამოჩნდა კიდეც, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და რამდენიმე „ენჯეოს“ ერთობლივი კამპანია. სამწუხაროა, რომ ამაში იხარჯება გარკვეული ფული, მათ შორის უცხოური, რათა მოხდეს ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაცია. სამწუხაროა, რომ რამდენიმე „ენჯეოს“ წყალობით, დღესდღეობით, მართლმსაჯულების სფეროში უცხოური მონაწილეობა გაიგივებულია სასამართლოზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მორალურ ტერორთან და მათი ოჯახის წევრების მიმართ მორალურ ზეწოლასთან. გუშინ მოსამართლე ჩხიკვაძისგან მოვისმინეთ კიდეც, რომ მისი ოჯახის წევრები და შვილიც ამის გამო დაზიანებული არიან. სხვადასხვა ჯგუფები, აქტორები შიგნით თუ გარეთ როდესაც გამოდიან, სემინარების ენით გვესაუბრებიან უფლებებსა და სტანდარტებზე, აი, დაირღვა ბავშვის უფლება, დაირღვა სტანდარტი და ახლა სად არიან ის პირები, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლები. სად არიან ისინი, უცხოელი დიპლომატები და ენჯეოები, რომლებმაც თავის დროზე ეს კამპანია წაახალისეს, სად არის ბოდიში ამ ადამიანისა და მისი შვილის მიმართ. ამიტომ, ეს საქმე ასე არ ჩაივლის, ვერავინ მიაჩუმათებს. ქართული სახელმწიფო ვერ გაატარებს იმას, რომ უსამართლო მორალური ტერორი მოხდა მოსამართლეზე, ასევე მის ოჯახის წევრებზე. ამას ჩვენ სათანადო პასუხი თუ არ გავეცით, სათანადო რეაგირება თუ არ იყო მათი მხრიდან, ვინც ეს კამპანია წაახალისა, შემდეგი იქნება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც შეიძლება, ასე დაზიანდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა