გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

თამარ კორძაია უმრავლესობას - ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები

ნახვები: 560 თამარ კორძაია უმრავლესობას - ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები

ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები - შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს, - ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ მმართველ გუნდს პლენარულ სხდომაზე, სადაც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, მომხსენებლები ღიმილით ანადგურებენ ადამიანის უფლებებს.

„მე არ მაქვს კითხვა მომხსენებელთან, მე მაქვს კითხვა უმრავლესობასთან, რომელიც უფრო მეტად იცავს ამ კანონს, ვიდრე თავად მომხსენებელი. უმრავლესობის ხმებით გავა კანონი, რომლითაც პარლამენტიდან კი არ დევნიან ქალებს, საერთოდ. მეორე ნაბიჯია ის, რომ რუსეთივით გააუქმოთ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი, თქვათ, რომ ქალები არ არიან ძალადობის მსხვერპლნი. რად გიღირთ ამის გაკეთება?! რა არის ამის რეალური მიზანი?! შემთხვევით, ის ხომ არა, რომ ქალები ვართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურ, სოციალურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე. ქალებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ამომრჩევლების ნახევარია. მე „ქართული ოცნებისგან“ ველოდები პასუხს, არ მაინტერესებს მომხსენებლის პასუხი. მომხსენებლები ღიმილით ანადგურებენ ადამიანის უფლებებს, ამას ადამიანის უფლებებით ფუთავენ. ამ პარლამენტმა სიტყვას შინაარსი დააკარგვინა. ამ პარლამენტმა კანონს და კონსტიტუციას დააკარგვინა შინაარსი, გათელა მისივე პოლიტიკური გუნდის ქალების უფლებები, რომლებიც გამოდიოდნენ ქალთა უფლებების დაცვის სახელით ამ ტრიბუნიდან და საუბრობდნენ, რომ კვოტირება პროგრესია, ქალების უფლებების დაცვა, „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლის შესრულება. რას ეუბნებით ამ ქალებს? კაცებმა მიიღეთ გადაწყვეტილება, შეატყობინეთ როგორც გუნდის გადაწყვეტილება და შემდეგ საუბრობთ, რომ კვოტირება არ გჭირდებათ? შაქარს ჰპირდებით ორუელის ცხენივით თქვენს ქალებს. რა გაქვთ პასუხი? რა გაგიჭირდათ ისეთი, რომ კანონი შეასრულოთ და არ გააუქმოთ ეს ვალდებულება, სახელმწიფოებრივად იფიქროთ. მე პასუხს ალექსანდრე რაქვიაშვილისგან არ ვითხოვ“, - აღნიშნა კორძაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს და მას „ქართული ოცნების“უმრავლესობა უჭერს მხარს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა