ბარბარა ფოსი: გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაზიანდა
ელენე ხოშტარია გიორგი დავითაძის საქმეზე: სისტემა კლავს, დამნაშავეები არიან შემსრულებლებიც, დამკვეთებიც და მთლიანად სისტემა ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა საზოგადოებას თანამოზიარედ აქცევს
„ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი“ საქართველოში საქმიანობას წყვეტს – ფონდი გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ შექმნილ პირობებს უკავშირებს
არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი დავითაძის საქმეზე დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას მოითხოვენ
გიორგი მელაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან ორი გერმანული ფონდი გააძევა და ქვეყანა ბელარუსის, რუსეთისა და აზერბაიჯანის „კლუბს“ შეუერთა
ბესო წერედიანი გიორგი დავითაძის საქმეზე: თავისიანებს არ ინდობენ, მათთვის არ არსებობს ღირსება, რწმენა და თავმოყვარეობა
ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია

აეროპორტების გაერთიანება - ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე, განიხილება პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება

ნახვები: 572 აეროპორტების გაერთიანება - ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე, განიხილება პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-ის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე სიხშირეების გაზრდას გეგმავს.

,,ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-თან შეხვედრის მიზანი ზაფხულის სეზონისთვის მზადება იყო და ის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხილვა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის ძალაში შესვლას. განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რაც ორივე თანამშრომლობისთვის გაგვაჩნია. საჭიროებები, იმისთვის, რომ გავზარდოთ სიხშირეები და დავგეგმეთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა შევა ძალაში. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე კი განიხილება პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება.

2023 წელს ჩინეთიდან საქართველოს 48,304 ვიზიტორი ეწვია, რაც 2022 წელთან შედარებით 555%-ით მეტია. China Southern Airlines-მა კი 2023 წელს ჯამურად, საქართველოში 31,258 მგზავრი გადაიყვანა.

ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა