ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ბეტინა ბუგანი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ნახვები: 537 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ბეტინა ბუგანი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ბეტინა პატრისია ბუგანი საქართველოში მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ბუგანი თბილისში 6 აპრილს ჩამოვიდა.

„მე მოხარული ვარ, მქონდეს პატივი, დავიწყო ჩემი საქმიანობა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. ჩემი პროფესიული კარიერის 35-ზე მეტი წლის განმავლობაში მამოძრავებდა უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ ერთგულება. პატივი იქნება 300-ზე მეტი მოწადინებული თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის გაძღოლა, რომლებსაც 24/7 მტკიცე შრომით წვლილი შეაქვთ საქართველოში სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ხელმძღვანელობა დაეხმარება მათ ამ მნიშვნელოვან მისიაში, რომელიც დახმარებას უწევს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას და თემებს შორის ნდობის აღდგენას,“ – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ჩამოსვლისას.

ბეტინა ბუგანი ხელმძღვანელის პოზიციაზე ევროკავშირის საბჭოს მიერ 2024 წლის 26 მარტს დაინიშნა და უფლებამოსილების შესრულებას 2024 წლის პირველ აპრილს შეუდგა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, ბეტინა პატრისია ბუგანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი და აქვს დიდი გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში. მას ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში/ფრანგულ ჟანდარმერიაში. მანამდე ჩართული იყო სამშვიდობო საქმიანობაში, იყო პოლიციის კომისარი MINUSMA-ში (გაერო-ს მრავალგანზომილებიანი ინტეგრირებული სტაბილიზაციის მისია მალიში).

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა