ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეაჩეროს

ნახვები: 525 ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლა შეაჩეროს

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შემობრუნებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოება გახლიჩოს და ევროკავშირისკენ საქართველოს სვლა შეაჩეროს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის კიდევ ერთი მიზანია სადამკვირვებლო მისიების და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია მოახდინოს, რომ "შემდეგ, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ღიად დასდონ ბრალი უცხო ქვეყნის გავლენის გატარებაში".

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, "ყალბი და ფარისევლური მტკიცებაა ის, რომ თითქოს, აღნიშნული კანონმდებლობა გამჭვირვალობას მიემართება და ეს დადასტურდა "მეტას", ანუ „ფეისბუქის" მიერ, რომელმაც დაბლოკა, პრაქტიკულად, ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც „ქართული ოცნება" აზიარებს".

„ეს არის პირდაპირი საბოტაჟი და დაბრკოლება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. ეს არის საქართველოს მოქალაქეების, საზოგადოების გახლეჩის მცდელობა, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ 26 მარტს ერთიანობის ძალიან დიდი სიხარული და რა თქმა უნდა, ეს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვის მიუღებელია. ის ენერგია, რომელიც იყო ერთიანობის, ივანიშვილს ეშინია, რომ მის წინააღმდეგ არ იყოს მიმართული და ამიტომ შემოიტანა ეს.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც მინდა ხაზი გავუსვა - ეს არის სადამკვირვებლო მისიების დისკრედიტაცია და ასევე იმ სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობა, ვინც ჩართულია სადამკვირვებლო მისიებში. ეს არის ძალიან მიზანმიმართული კამპანია იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და საქართველოს ევროკავშირში სვლა შეაჩეროს", - განაცხადა დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა