ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

გიორგი ვაშაძე - კი ევროკავშირს - არა რუსულ კანონს, ერთიანი, ძლიერი ქართველი ერი, აუცილებლად შეაბიჯებს ევროკავშირში

ნახვები: 558 გიორგი ვაშაძე - კი ევროკავშირს - არა რუსულ კანონს, ერთიანი, ძლიერი ქართველი ერი, აუცილებლად შეაბიჯებს ევროკავშირში

არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში „რუსულმა კანონმა“ არასდროს განსაზღვროს ჩვენი ბედი, - ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, გასული წლის შემდეგ ხელისუფლებამ კანონი შემოაბრუნა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის გზას ააცილოს.

„გასულ წელს, სწორედ აქ ერთად აღვნიშნეთ ქართველი ხალხის გამარჯვება, როდესაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. დიახ, იმ რუსული კანონის უკუგდებით, რომელიც შარშან შემოიტანა ივანიშვილის პარტიამ, ამის საპასუხოდ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა და დაამარცხა ერთით ნული ივანიშვილის პარტია.

მაგრამ დღეს ხელისუფლებამ ისევ ხელახლა შემოატრიალა კანონი, შემოატრიალა კანონი ერთი მიზნის გამო, რომ აგვაცილოს ევროპული ინტეგრაციის გზას. მას არ უნდა განვითარებული ერთიანი საქართველო, ევროკავშირის ღირსეული წევრი საქართველო, მას უნდა დაჭაობებული საქართველო, სადაც სიღარიბეს, ფასების ზრდას, უმუშევრობას, მიგრაციას მიაქვს ეს ქვეყანა. სადაც იქნებიან თვითონ ზემდიდრები ხალხი იქნება უკიდურესად ღარიბი.

და დღეს აქედან ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ არ დავიხევთ უკან, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ.

ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში რუსულმა კანონმა არასდროს განსაზღვროს ჩვენი ბედი. ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხალხმა გაიმარჯვოს.

გასულ წელს ერთით ნული გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, წელს კი საბოლოო გამარჯვებას ივანიშვილის ანტიქართულ ძალაზე აუცილებლად მოვიპოვებთ.

წინ ევროპული კავშირისკენ, კი ევროკავშირს - არა რუსულ კანონს. მთავარი რაც ამ ბრძოლაში გვჭირდება არის ერთიანობა და ამ ერთიანობას დარწმუნებული ვარ ყველანი ერთად ვაჩვენებთ. ერთიანი, ძლიერი ქართველი ერი, აუცილებლად შეაბიჯებს ევროკავშირში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა