ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა

ნახვები: 536 მიხეილ დაუშვილი - „ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა

„ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შედეგობრივად არჩევნებში აისახოს, ახლა მთავარია არჩევნებში ცვლილების მიღწევა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი ვერ დაგვიცავს რუსეთისგან და სამაგიეროდ, მეგობრებს დაგვაშორებს.

როგორც დაუშვილი აღნიშნავს, ეს კანონი ერთ ქვაბში ყრის მეგობარსაც და მტერსაც.

„მთავარი თემა პლაკატი კი არ არის, მთავარი თემა არის ის, რომ „ოცნება“ გახდა სრულად გადამგდები და მატყუარა. შარშან თქვა, რომ „მე ამ კანონს უკან ვაბრუნებ და აღარ დავუბრუნდები“, წელს ადგა და ეს ყველაფერი შემოატრიალა. გვითხრა, რომ „მე ვარ გადამგდები“. არ აქვს მნიშვნელობა ამ პროპაგანდას რას და როგორ ეწევიან და ვის რა პლაკატს გაუკრავენ, ქართველმა ხალმა ამ კანონს სახელი უკვე დაარქვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი შედეგობრივად აისახოს არჩევნებში. ჩვენთვის აღარ უნდა უნდა იყოს მნიშვნელოვანი მოკლევადიანი კონკრეტული მიზნების მიღწევა. ახლა მთავარია არჩევნებში ცვლილების მიღწევა.

ასეთი ტიპის კანონები ყველგან ემსახურება, რომ თავისი ეროვნული ინტერესები დაიცვა მტრული სახელმწიფოს გავლენებისგან, ასევე, ჰიბრიდული ომის, რბილი ძალი ინსტრუმენტებისაგან. ჩვენს რეალობაში, ეს კანონი რუსეთისგან არ დაგიცავს და სამაგიეროდ, შენს მეგობრებს დაგაშორებს. მეორე პრობლემა ის აქვს, რომ ერთ ქვაბში ყრის მეგობარსაც და მტერსაც. ამიტომაც არის რუსული,“ - განაცხადა დაუშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა