პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს

დმიტრო კულება - რბილმა და წყნარმა დიპლომატიამ არ იმუშავა

ნახვები: 546 დმიტრო კულება - რბილმა და წყნარმა დიპლომატიამ არ იმუშავა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიღების საკითხზე დასავლელ პარტნიორებთან ტონის შეცვლას აპირებს, რადგან „რბილმა და წყნარმა დიპლომატიამ არ იმუშავა“. აღნიშნულის შესახებ კულებამ „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც კულებამ აღნიშნა, იმედს გამოთქვამს, რომ მკაცრი დიპლომატიის მისი ახალი სტილი მიზნის მიღწევაში შეუწყობს ხელს.

„დიახ, შეიძლება, შემიძულონ და შეიძლება, ამით ურთიერთობები გავაფუჭო, მაგრამ ჩემი მეორე ნაწილი ამბობს, რომ დიპლომატია პირადი ურთიერთობაა. შემდეგ, მე ვუთხარი ჩემს ამ ნაწილს, გაჩუმდი და იმ ნაწილმა, ვისაც ლაპარაკი სურდა, დაიწყო საუბარი. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ და როგორც ჩანს, არაფერი გამოვიდა“, – აღნიშნა კულებამ.

მისივე თქმით, ტაქტიკის ცვლილება განაპირობა მარტის ბოლოს კიევზე განხორციელებულმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ, როდესაც აფეთქების ხმები საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაშის სიგნალიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში გაისმა.

კულებას განცხადებით, კიევმა აღმოაჩინა ოთხი ქვეყანა ევროპასა და აზიაში, რომელთაც აქვთ „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლის გადაცემაც უკრაინისთვის დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ქვეყნებს შესთავაზა დროებითი სარგებლობისთვის მიწოდებაც და დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნისთანავე დაუბრუნებდა.

„ვგრძნობ, რომ თავს კედელს ვურტყამ, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ კედელი აგურ-აგურ უნდა დავშალო. ასეთი დიპლომატია რადგან არ მუშაობს, მსურს, დავარტყა კედელს. უბრალოდ, არ მესმის, რატომ არ ხდება ეს“, – აღნიშნა კულებამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა