ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პაატა მანჯგალაძე - „გორბის“ კვლევას ასე დავარქვი - „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“

11.04.2024 ნახვები: 541

„გორბის“ კვლევას ასე დავარქვი - „მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო“ - არ მგონია, საქართველოს მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს „გორბის” კვლევის შედეგებზე განუცხადა, რის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” 60.4%-იანი მხარდაჭერა აქვს.

რაც შეეხება “გამარჯვების კოალიციის” რეიტინგს, მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ეს გაერთიანება 40%-ს აიღებს.

„ქართული ოცნება” ამბობს, იმის გამო, რომ 800 ათასი ქართველი გაიქცა საქართველოდან, გაგიჟებულია ეს ხალხი სიხარულით და უნდათ, ისევ „ქართულ ოცნებას” მისცენ ხმა; ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი რომ შიმშილობს, მშობლები გაგიჟებულები არიან: კიდევ უფრო მოგვაშიეთ, „ქართულ ოცნებას” გვინდა ხმა მივცეთო; „ქართული ოცნების” 60% ნიშნავს იმას, საქართველოში ყველაზე მაღალი ფასები რომაა, უფრო მაღალი ფასები გვინდა - სამი ვადა არაა საკმარისი და მეოთხე ვადით გვინდა აგირჩიოთო; ღარიბაშვილი რომაა მილიონერი, დანარჩენმა - მდინარაძემ, კობახიძემ რა დააშავეს, მეოთხე ვადით გვინდა ავირჩიოთ, რომ ისინიც მილიონერები ვნახოთო; გვინდა მილიონერი პენსიონერი მამა მხოლოდ ღარიბაშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს ჰყავდეთ, დანარჩენ ქართველებს სიღარიბეში ამოგვძვრეს სულიო - ამას ნიშნავს ეს 60% “ქართული ოცნების” წარმოდგენით. არ მგონია, საქართველოს მოსახლეობამ ძარცვისთვის და ქვეყნიდან გაქცევისთვის მხარი დაუჭიროს “ქართულ ოცნებას”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 60.4%-ს მიიღებდა; “ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი“ - 12.6%; “ლელო“ - 4.7%; „ევროპული საქართველო“ - 4.5%; “საქართველოსთვის“ - 3.7%; „გირჩი მეტი თავისუფლება-დროა“ - 3%; „ახალი“ - 1.6%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 1,4%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 0.9; „მოქალაქეები“ - 0.6%; „ლეიბორისტული პარტია“ - 0.6%; სხვა და არა-ალოცირებული“ - 6%.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა