ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ნინო დოლიძე - თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე

11.04.2024 ნახვები: 547

თუკი ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, ჩვენ გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე, იმიტომ რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების თავისუფლად და შეუფერხებლად ფუნქციონირებასაც გულისხმობს, - ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ძალიან ცუდია საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის.

"საზოგადოებამ იცის, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა. 9 ნაბიჯიდან ერთ-ერთია ეს და რეალურად განსაზღვრავს ჩვენს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, თუკი ის გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს და კარგად ჩაატარებს არჩევნებს, რათა წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის ნაწილში. ზოგადად, ჩვენი შეფასება სრულყოფილად შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, იმიტომ, რომ არჩევნების ჩატარების ხარისხის შეფასებას ჯერ ვერ შევძლებთ.

ამ ეტაპზე, ჯერ კვლავ შესასრულებელია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ეს არჩევნები გამოვიყენოთ.

რაც შეეხება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს, თუკი ასეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგაც იქნება მიმართული, ჩვენ გაგვიჭირდება ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე, იმიტომ რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციების თავისუფლად და შეუფერხებლად ფუნქციონირებასაც გულისხმობს. ზოგადად, ეს კანონი რომ ძალიან ცუდია საქართველოს დემოკრატიისა და ევროინტეგრაციისთვის, ამაზე საუბარი აღარცაა საჭირო. თავად ევროკავშირი ამბობს, რომ ეს არ არის ჩვენი კანონის მსგავსი, აშშ-ის ელჩიც იმავეს ამბობს. ამიტომ მსგავსებების პოვნა, მაშინ როცა ეს არის წმინდად სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რუსული კანონი, დამატებითი ახსნა წესით არ სჭირდება.

სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთელი თავისი არსებობის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიის, უკეთესი მომავლისა და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მუშაობს, ხელისუფლებამ უნდა, რომ მას უწოდოს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაშინ როცა ხელისუფლებაც იღებს იმავე დახმარებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა