ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საპარლამენტო ოპოზიცია - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი

ნახვები: 525 საპარლამენტო ოპოზიცია - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი

საპარლამენტო ოპოზიცია ვაცნობიერებთ წარმოუდგენელ გამოწვევას და როგორც არასდროს, ვართ ერთიანი - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა, საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას.

„ოცნების“ მიერ ამ მავნებლური რუსული კანონის დაბრუნება პარლამენტში ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის მმართველობა უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ნებას, იყოს ევროპული ქვეყნის ევროპული საზოგადოების ნაწილი და რაც მთავარია, პირდაპირ უხსნის გზას კრემლის ინსტიტუციებს და იქიდან მომდინარე საფრთხეებს საქართველოში. საპარლამენტო ოპოზიცია ვაცნობიერებთ ამ მართლაც წარმოუდგენელ გამოწვევას და როგორც არასდროს ვართ ერთიანი, როგორც არასდროს, ვართ მზად, ჩვენს ხალხთან ერთად დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული არჩევანი და არ მივცეთ უფლება კრემლის მიერ შეკვეთილი სცენარით საქართველოში არეულობას.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი და საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დაუბრუნდეს ნორმალური წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას, 9-პუნქტიანი გეგმის შესრულებას და საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით ნორმალური, ევროპული მმართველობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას იწყებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით განიხილავს.

მასთან ერთად განიხილავენ ორი ალტერნატიულ პროექტს - ერთია, "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტი და თანმდევი "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე - "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებები.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა