გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

კახა კალაძე - სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება - ფაშისტები არიან

ნახვები: 562 კახა კალაძე - სპორტსმენების, ფეხბურთელების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება - ფაშისტები არიან

კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები, რომლებიც ახალისებენ ძალადობასა და ბულინგს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეებში სპორტსმენების, მსახიობების, მედიისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ ბულინგი ხორციელდება.

„ჩვენთვისაც, ყველასათვის მნიშვნელოვანია მშვიდობა. ჩვენი მიზანი, რომლისკენაც მივისწრაფვით, არის ევროპული მომავალი. ჩვენი ფეხბურთელების, ზოგადად სპორტსმენების, მსახიობებისა და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების მიმართ უდიდესი ბულინგი ხორციელდება. ვერ წარმოიდგენთ რა ხდება მათ პირად შეტყობინებებში, რას წერენ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ. ვინ აკეთებს ამას და ვინ დგას ამის უკან, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცხადია. ეს ადამიანები თავის ხელწერას ინარჩუნებენ - ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ლიბერალიზმთან, დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ კავშირი არ აქვთ. ანალოგიური ბულინგი ხორციელდება მედიის წარმომადგენლების მიმართ. ერთი ადამიანი არ გამოსულა, რომ ეს ყველაფერი და ეს ზოგადი ბულინგი დაეგმო. თუნდაც მამუკა მდინარაძეს ელისაშვილი რომ მიეპარა, ხომ ნახეთ, ამას რა განცხადებები მოჰყვა. ძალადობის წახალისება მიმდინარეობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვისაც ხელისუფლების არ სჯერა, თავად შეუძლია წაიკითხოს კანონპროექტი და დარწმუნდეს, რომ ის ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება.

„კონკრეტული პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ფაშისტები. მე ყველაზე არ ვსაუბრობ და არ მინდა ყველამ თავის თავზე მიიღოს. არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, გაურკვევლობაში არიან ან არ აქვთ სწორი ინფორმაცია. ამიტომ ყველას მინდა ვთხოვო, ახალგაზრდებს მათ შორის, ჩვენც ნუ დაგვიჯერებთ. თქვენ თვითონ ნახეთ, წაიკითხეთ და გამოიტანთ დასკვნას, რომ აღნიშნული კანონპროექტი ევროპულ მომავალს არ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა