ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

სალომე სამადაშვილი - „ პარლამენტი დაჩქარებული წესით ბიძინას ჭუჭყიანი რუსული ფულის კანონის მიღებას ცდილობს

18.04.2024 ნახვები: 537

„ქურდს რა უნდოდა და ბნელი ღამეო“! - ზუსტად ამ პრინციპით რუსული კანონის მიღების პარალელურად პარლამენტი დაჩქარებული წესით ბიძინას ჭუჭყიანი რუსული ფულის კანონის მიღებას ცდილობს, - ეს განცხადება დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით, დაჩქარებულად იხილავენ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი 12 წლის მანძილზე ემზადებოდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რუსეთისთვის გადაეფორმებინა და მათ შორის ემზადება იმისთვის, რომ თავი პოტენციური სანქციებისგან დაიცვას.

„ემზადება თუ არა იმისთვის, რომ როდესაც დასავლეთი მის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, „ოფშორში" შენახული თანხები საქართველოში გადმოიტანოს და ეს ისე გააკეთოს, რომ მისგან გაღლეტილ ქართველ ხალხს ბიუჯეტში არც ერთი თეთრი არ გადაუხადოს“, - მიმართა მომხსენებელს სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი მუხლობრივად „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის წევრებმა: - პაატა კვიჟინაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, ირაკლი კირცხალიამ, ბეჟან წაქაძემ, ზაალ მიქელაძემ, ირაკლი ზარქუამ და გოგი მეშველიანმა წარადგინეს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა