ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

„ქართული ოცნება“ - 29 აპრილს, პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას - ყველას დავანახებთ სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა

22.04.2024 ნახვები: 551

„ქართული ოცნება“, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, საყოველთაო-სახალხო შეკრებას გეგმავს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო.

პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.

ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.

მოგიწოდებთ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტმა თანამოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას.

პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ პოლიტიკურ უმცირესობას ვერ მივცემთ სპეკულირებისა და ხალხის სახელით საუბრის უფლებას. ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება.

ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“,- ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა