ნატო რუსეთთან დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს — იტალიაში ბირთვული წვრთნები 13 ოქტომბერს დაიწყება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის უმაღლეს კატეგორიაში მე-11 წელია რჩება
ზახაროვა: მოსკოვს ესმის საქართველოს მცდელობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „დესტრუქციულ გავლენებს“
ზელენსკი რუბიოს პასუხობს: დიპლომატიურ ჩიხში არ ვართ, ეს პოლიტიკური ნების ნაკლებობაა
ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ნახვები: 556 სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა