ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირაკლი კობახიძე - განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი ეფუძნება პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას

22.04.2024 ნახვები: 544

განხილვების საფუძველზე საბოლოო სახით შედგა განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

„მესამე საკითხი უკავშირდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს. ჩვენ ერთერთ სამთავრობო სხდომაზე ამ თემაზე გვქონდა საუბარი, მაშინ მომზადებული იყო პროექტი. ეს პროექტი განხილული იქნა, შედგა შესაბამისი საჯარო განხილვები საკმაოდ ფართო ჩართულობით. აქ იყვნენ პარლამენტის, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, ჩართული იყვნენ ასევე დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები მშობლები სკოლების დირექტორები, მათ შორის კერძო სკოლების დირექტორები, ასევე სტუდენტები და ამ საჯარო განხილვების საფუძველზე შედგა უკვე საბოლოო სახით დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს - ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება.

პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება; სახელმწიფოებრივი აზროვნება; ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა; სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა; ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა; თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება; სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა; მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა; ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა; მაღალი სამოქალაქო ცნობიერება; ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები; უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა; გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება; ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება; აკადემიური ცოდნა და წიგნიერება; კომუნიკაციის მაღალი კულტურა; ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდება საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ 2004 წელს შედგა წინა დოკუმენტი 20 წელია, ეს დოკუმენტი არ შეცვლილა, შესაბამისად აუცილებელი იყო დოკუმენტის არსებითად გადასინჯვა და დიდი მადლობა, განათლების სამინისტროს, რომ უზრუნველყო შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება, საჯარო განხილვები, რის საფუძველზეც მომზადდა მაღალი ხარისხისდოკუმენტი.

ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, მათ შორის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენ, ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში, ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება, ეს არის ჩვენი ერთერთი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა