მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

არმაზ ახვლედიანი - ჯერ არ შესულა ძალაში ეს კანონი და უკვე მოქმედებს

ნახვები: 564 არმაზ ახვლედიანი - ჯერ არ შესულა ძალაში ეს კანონი და უკვე მოქმედებს

ეს არის რეპრესიების, განსხვავებული აზრის დევნის და ოპონენტების ჩაწიხვლის მხოლოდ შესავალი და დასაწყისი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მან ხელისუფლებას მიმართა, რომ დღეს უფრო მასშტაბური პროტესტი იქნება და ეს არ დასრულდება მანამ, „ვიდრე არ დასრულდება ამ კანონის შემოქმედთა უკონტროლოდ, უკანონოდ ყოფნა“.

„ჯერ არ შესულა ძალაში ეს კანონი და უკვე მოქმედებს. ყველა ცხადად ვხედავთ, რა არის ჩაფიქრებული და რა დევს ამის მიღმა. საზოგადოება იმიტომ აპროტესტებს, რომ იცის, ამას რა მოჰყვება. ეს არის რეპრესიების, განსხვავებული აზრის დევნის და ოპონენტების ჩაწიხვლის მხოლოდ შესავალი და დასაწყისი. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს მიიღებთ უფრო დიდ პროტესტს და ეს პროტესტი არ დასრულდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება ამ კანონის შემოქმედთა ასე უკონტროლოდ, უკანონოდ ყოფნა“, - განაცხადა ახვლედიანმა.

მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა და მოუწოდა, დრო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვისთვის გამოეყენებინა და არა პოლიტიკური გამოსვლებისთვის.

„კითხვის ნაცვლად, თქვენ პოლიტიკური გამოსვლა გქონდათ. ამისთვის გექნებათ დრო ბოლოში, მაგრამ ვხედავ, რომ ბოროტად სარგებლობთ. სხვა მუხლებთან დაკავშირებით კითხვაზე აღარ მოგცემთ დროს იმიტომ, რომ არ დავკარგოთ პარლამენტის განხილვის დრო პოლიტიკური განცხადებებისთვის. 2-ჯერ უსაგნოდ გამოიყენეთ უკვე პოლიტიკური განცხადებები. ამით ჩანს, რომ თქვენ შინაარსობრივი ინტერესი მუხლთან და კანონთან დაკავშირებით არ გაქვთ“,-მიმართა პაპუაშვილმა ახვლედიანს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა