კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს
ეროვნულმა ბანკმა „ბიტექსჩეინჯი“ 572 მილიონ ლარზე მეტით დააჯარიმა — ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას ჩამოაშორეს
დათო გამცემლიძე: მოსკოვის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეზღუდვა შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან თავდაუსხმელობის შეთანხმების მოთხოვნას უკავშირდებოდეს
ზელენსკი: რუსეთმა დიზელზე სანქციების მოხსნისთვის მადლობა ზაპოროჟიეში 12 ადამიანის მკვლელობით გადაიხადა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობას ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს
დიდი ბრიტანეთი ტრამპისა და პუტინის შეთანხმების საპასუხოდ: უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ და რუსეთზე სანქციებს შევინარჩუნებთ
Axios: ტრამპმა პუტინთან რუსულ დიზელზე შეთანხმება გადაწყვიტა, რადგან უკრაინამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები არ შეწყვიტა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ადამიანები ტროტუარზე დგომისა და „ფეისბუქზე“ პოსტების გამო ციხეში მიდიან - ევროკავშირის მინისტრები ვითარების გაუარესებას განიხილავენ

ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება

ნახვები: 547 ალეკო ელისაშვილი - პოლიციელების მიერ ჩემზე ძალადობას არ იძიებენ და ხდება მათი წახალისება

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პოლიციელების მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობას არ იძიებენ, იმიტომ, რომ სინამდვილეში ხდება მოძალადე პოლიციელების წახალისება. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო უწყებასთან განუცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული უწყება საქმის გამოძიებისთვის არაფერს აკეთებს.

მისი თქმით, ხელისუფლება გადაიქცა მოძალადე რეჟიმად, ტერორისტულ ორგანიზაციად, ხელს აფარებს მოძალადეებს და ახალისებს ძალადობას.

“17 აპრილს, ღამით, მთავრობის კანცელარიასთან ჩემ წინააღმდეგ იძალადა რამდენიმე პოლიციელმა, დაახლოებით 5-მა პოლიციელმა. ყველაფერი კადრებში ჩანს, გადაღებულია. თითოეული მათგანი სახეზე ჩანს და ამ საქმის გამოძიება, დამნაშავეების ამოცნობა და შესაბამისად დასჯა იყო ძალიან მარტივი.

ჩემ ზურგს უკან არის ერთი ბეჩავი ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სადაც გამოკითხვაზე მე და ჩემი ადვოკატი ვიყავით. მას შემდეგ 20 დღეზე მეტი გავიდა და არც არავინ დაუკავებიათ, არადა სახეზე ჩანს მოძალადე პოლიციელები. არც არავისთვის ბრალი წარუდგენიათ, როცა საქმე ხელისგულზეა და მეტიც, დაზარალებულადაც კი არ მცნეს. სინამდვილეში ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ჩვეულებრივი ქართველი, მაგრამ ვარ პარლამენტის წევრი, კონსტიტუციის მიხედვით, მიცავს იმუნიტეტი, ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიები მაქვს წესით. არადა, ჩემ წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალიან ბანალურ და მარტ ძალადობას და ყურს არ იბერტყავს არც ხელისუფლება და არც ეს რაღაც უდღეური ორგანიზაცია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში ეს საქმის ჩაფარცხვაც არ არის, სინამდვილეში ეს არის მოძალადე პოლიციელების წახალისება, რომ ამ პოლიციელებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და არამხოლოდ დეპუტატზე იძალადონ, არამედ იმ აქციის ნებისმიერ მონაწილეზე, რომელიც ასე ხანგრძლივად მიმდინარეობს”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა