ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

მიხეილ დაუშვილი - ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს, მაგ ადამიანს აზრი არ მოეკითხება

10.05.2024 ნახვები: 498

ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს - რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ “ნაცებამდე”, არ გამოვა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძის წერილი შეაფასა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილებს, ევროპასთან დაშორებას და არა “ნაცების” ძალაუფლების დასრულების სურვილს”.

“ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყანას პრემიერი არ ჰყავს. მაგ ადამიანს [ირაკლი კობახიძეს] აზრი არ მოეკითხება - ეგ რას წერს და აქვეყნებს, ვის რაში აინტერესებს. შინაარსი არ გააჩნია - წეროს და იკითხოს რამდენიც უნდა. რაც არ უნდა სცადონ, რომ ამდენი ათასი მოქალაქის პროტესტი მიიყვანონ “ნაცებამდე”, არ გამოვა. რა “ნაცი”? მე და ჩემი უამრავი მეგობარი რომ იქ ვდგავართ, ვინ არის იქ “ნაცი”? “ნაცი” კი არა, ეს ხალხი აპროტესტებს ძალადობრივ ქმედებებს, ტყუილებს და ევროპას რომ გვაშორებენ მაგას. მაგას ვაპროტესტებთ ყველანი და არა “ნაცების” ძალაუფლების დასრულების სურვილს - ეგ არავის არ აინტერესებს იქ. ამ პროტესტს “ნაცებამდე” ვერ დაიყვანენ, იმიტომ, რომ გაცილებით დიდი პროტესტია, ვიდრე “ნაცმოძრაობა”, - აღნიშნა დაუშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის წერს, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან”.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ „მესიჯს“, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა