ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

ირაკლი ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე - სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა

ნახვები: 557 ირაკლი ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე - სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა

სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ბლოგერმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ „უკანონოდ მოიპოვეს და კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს“.

მისი თქმით, „ეს ინფორმაცია კატასტროფაა“.

„მე არ მომისმენია ბრიფინგი, მაგრამ ინფორმაცია, რაც მე მითხრეს, კატასტროფაა. ამ ადამიანზე ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, ეს არის დასჯადი ქმედება. თუ მიჰყავდა სახლში ვიღაცები და თვითონ წერდა, კატასტროფაა. ამაზე პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა