ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
გოჩა მირცხულავა: შიო III, მიტროპოლიტი ანტონი და ისევ აფხაზეთი – მეტისმეტად ბევრი დამთხვევაა ერთსა და იმავე თემაზე

ლადო აფხაზავა - აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი - ჩვენ ქართველები პატრიოტები გავზარდეთ!

ნახვები: 589 ლადო აფხაზავა - აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი - ჩვენ ქართველები პატრიოტები გავზარდეთ!

ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის გვეშინია - 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ, - ასე მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ.

მისივე ინფორმაციით, სტუდენტებმა ორშაბათიდან აუდიტორიებში არ შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

„დღეს ჩვენი ხელისუფლებაა შეშინებული, თორემ თქვენ [აქციის მონაწილეებს] რა გიგავთ შეშინებულის?! ჩვენ, ქართველ ხალხს, არაფრის გვეშინია. ძალიან ბევრმა ეროვნულმა გმირმა შესწირა თავი ამ ქვეყანას. 19 წლის გოგონამ, მარო მაყაშვილმა. სწორედ მარო მაყაშვილია დღეს ევროპა, თქვენ ხართ ევროპა, ჩემო უშიშარო ხალხო! დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის დაკავებული. ჩვენ მათთან ვართ. ცოტა ხნის წინ ჩემთან სტუდენტები მოვიდნენ და თქვეს, რომ ორშაბათიდან ისინი აუდიტორიაში აღარ შედიან. დიდი მადლობა, სტუდენტებო! დიდი მადლობა, ქართველებო, ახალგაზრდებო! დადგა მასწავლებლების გაკეთებული შედეგი, აი, მასწავლებლების გაკეთებული შედეგი! 12 წელია ხელისუფლებაში ხართ და არაფერი გაგიკეთებიათ. ჩვენ ქართველები პატრიოტები მაინც გავზარდეთ. წინ ევროპისკენ! ხვალ ისტორიული დღეა, ხვალ 22:00 საათზე საქართველოს უნდა გავუთენოთ, საქართველოს უნდა მოვუფრთხილდეთ. არა რუსულ კანონს! საქართველოს გაუმარჯოს!“- განაცხადა ლადო აფხაზავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა