ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day
FM Sybiha: Ukraine plans to buy weapons from Poland by year-end using EUR 125M loan
Defense Forces strike Russian Irbis mobile radar station
US considering easing sanctions on shadow fleet – Reuters

"სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მონახულების მიზნით" - ომბუდსმენი

ნახვები: 531 "სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მონახულების მიზნით" - ომბუდსმენი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დავით ქაცარავას შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული კლინიკაში მივიდა, თუმცა ოპერაციის გამო ქაცარავას ნახვა ვერ მოხერხდა. 

განცხადებაში ომბუდსმენი ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს უმოკლეს ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, ყველა მოძალადე პოლიციელის მაქსიმალურად სწრაფი იდენტიფიცირების მიზნით.

"შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა.

სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მდგომარეობის გარკვევისა და მონახულების მიზნით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზიანებების ხარისხის/ხასიათის გამო (სახის ძვლების მოტეხილობა), მას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია.

სახალხო დამცველი აქციების პარალელურად გამუდმებით მიუთითებს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი და პროპორციული ძალა, და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ამის საპირისპიროდ, შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავი უწყება არაერთ შემთხვევაში კვლავ იყენებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ განახორციელონ მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობა. აქვე შევახსენებთ პოლიციელებს, რომ არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ მძიმე დანაშაულს და მასზე სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება.

ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უმოკლეს ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, ყველა მოძალადე პოლიციელის მაქსიმალურად სწრაფი იდენტიფიცირების მიზნით. იმ ფონზე, როდესაც უკვე დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის წესით და ადმინისტრაციული წესით - ჯამში 150-ზე მეტი მოქალაქე, დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მათ შორის მათი, ვისი სახეებიც დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას არ იყო დაფარული და მათი იდენტიფიცირება არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ სირთულეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს წაახალისებს დაუსჯელობის განცდას.

გარდა ამისა, საგულისხმოა რომ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ჟურნალისტების მიმართ, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა და მასზე ძალადობა უკიდურესად მიუღებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას - ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებიან და მოინახულებენ ყველა სხვა დაკავებულ პირსაც, მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით. ვიზიტების შედეგები კი მოგვიანებით დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში," - წერია განცხადებაში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა